
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ახალი შესაძლებლობის შესათავაზებლად EU-link პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა.
ინიციატივა ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის დაფინანსებით, პროექტის, „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“, მიერ.
კონკურსით შერჩეული საწარმოები პროგრამის ფარგლებში მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ევროკავშირში მომუშავე დარგობრივი ექსპერტებისა და სხვა სახის კონსულტანტების დასაქირავებლად. ეს მათ დაეხმარება, თავიანთი პროდუქცია და/ან მომსახურება შესთავაზონ ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზრებს, დაუკავშირდნენ პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებს და მიიღონ ინფორმაცია სამიზნე საექსპორტო ბაზრებზე, რელევანტურ ტენდენციებზე, მარკეტინგულ შესაძლებლობებსა და სამართლებრივ თუ კულტურულ ბარიერებზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 21 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
We use cookies and similar technologies to improve your experience on our website.