შეიტანე განაცხადი Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ეკონომიკურ პოლიტიკაში და მოიპოვე სტიპენდია
ოქტომბერი 29, 2021

შეიტანე განაცხადი Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ეკონომიკურ პოლიტიკაში და მოიპოვე სტიპენდია


ევროკომისია იწვევს საერთაშორისო პოლიტიკურ ეკონომიკასა და ეკონომიკისადმი ინსტიტუციურ მიდგომაში დაინტერესებულ პირებს, შეიტანონ განაცხადი სამაგისტრო პროგრამაზე, „ეკონომიკური პოლიტიკა გლობალური გარდაქმნისთვის“ (EPOG+). 

ეს არის მსოფლიო კლასის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი და რომელიც მომავალი გამოწვევების დაძლევაზეა მიმართული. პროგრამა ამზადებს ექსპერტებს და მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერებს, რომლებიც აღჭურვილნი არიან თანამედროვე ცოდნით და უნარებით კონკრეტულ სფეროებში და საფუძვლიანად ერკვევიან ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში.

პროგრამა დაინტერესებულ პირებს სამ სპეციალიზაციას სთავაზობს: A —  ცოდნა, ინოვაცია და ციფრული გარდაქმნა; B — მაკროეკონომიკა, ფინანსები და სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნა; C — განვითარება, მდგრადი განვითარება და ეკოლოგიური გარდაქმნა. სწავლების პირველი წელი ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში წარიმართება. კურსებზე სწავლება ინგლისურ ენაზეა.

სტუდენტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი დაფინანსებაზე, რომელიც მოიცავს 1 000 ევროს ოდენობის ყოველთვიურ სტიპენდიას და 5 000-დან 7 000 ევრომდე თანხას მგზავრობის და საცხოვრებელი ხარჯებისთვის.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 იანვარი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

იანვარი 31, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,