საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს: მიიღეთ მონაწილეობა პროგრამის, Erasmus+ შესახებ გამართულ საერთაშორისო სემინარში
ნოემბერი 19, 2021

საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს: მიიღეთ მონაწილეობა პროგრამის, Erasmus+ შესახებ გამართულ საერთაშორისო სემინარში


ევროკომისია საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებით დაინტერესებულ პირებს იწვევს სემინარზე, რომელზეც ისინი გაიგებენ, რას წარმოადგენს Erasmus+ და როგორ უჭერს ის მხარს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას. სემინარი 23, 24 და 25 ნოემბერს დისტანციურად ჩატარდება.

Erasmus+ ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც მხარს უჭერს პროექტებს და გაცვლით პროგრამებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობის და სპორტის სფეროებში. ეს გახლავთ საერთაშორისო პროგრამა, რომელიც განსაკუთრებით უმაღლესი განათლების სფეროზე კონცენტრირდება.

საინფორმაციო სესიების დამსწრეები მიიღებენ ინფორმაციას Erasmus+-ის მიერ უზრუნველყოფილი იმ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც უმაღლესი განათლების მსურველთათვისაა ხელმისაწვდომი. სემინარის მონაწილეებს მიეცემათ შეკითხვების დასმის და სხვა მონაწილეებთან კავშირების დამყარების შესაძლებლობაც.

ღონისძიება ტარდება მსოფლიოს მასშტაბით. სხვადასხვა დროით სარტყელთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასარიდებლად, ერთი და იგივე სესია ყოველდღიურად ორჯერ ჩატარდება: ევროპის დროით დილის 9:00-დან 13:00-მდე და ნაშუადღევის 14:00-დან 18:00 საათამდე. 

დამატებითი ინფორმაცია

განცხადება

სარეგისტრაციო ფორმა

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 23, 2021

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,