აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საგრანტო კონკურსში იწვევენ. გრანტები გაიცემა საქმიანი კავშირების ხელშესაწყობად, არსებული ქსელების გასაძლიერებლად და ახალი თანამშრომლობების დასამყარებლად.
კონკურსი ცხადდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მედეგობის გაძლიერების“ (ERICS-EaP) პროექტის ფარგლებში. ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტს ტრანსატლანტიკური ფონდი (TF) შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის პროგრამასთან – „შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის“ – თანამშრომლობით უძღვება.
ორგანიზაციებს დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ კავშირების დამყარების წამახალისებელი ისეთი აქტივობებისთვის, როგორებიცაა: რეგიონული ქსელების შექმნა, სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ადვოკატირება. კავშირების დამყარებისთვის მოწყობილი ღონისძიებების თემები შეიძლება იყოს: დემოკრატიის წახალისება, სამოქალაქო ჩართულობა, ადამიანთა უფლებები, მედია, დეზინფორმაცია/ყალბი ინფორმაცია, გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა და სხვა.
30,000 ევროს მოცულობის გრანტები პროექტებს 12 თვემდე პერიოდის განმავლობაში დააფინანსებს.
გრანტის მოსაპოვებლად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში უნდა იყოს რეგისტრირებული (თუ შესაძლებელია) და მოქმედი. პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორობის სულ მცირე 3 ქვეყანა უნდა იყოს ჩართული.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 4 ოქტომბერი.
კონკურსზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2024 წლის 20 სექტემბერს, თბილისის დროით 12:00 საათზე. შეხვედრაზე დასასწრებლად რეგისტრაცია ამ ბმულით 17 სექტემბრამდე უნდა გაიაროთ.
ERICS-EaP პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ინკლუზიური და დემოკრატიული საზოგადოებების შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის მთელ რეგიონში. ეს მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობათა გაძლიერებას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე დემოკრატიზაციის, რეფორმების გატარებისა და აღდგენის პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდას.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,