სამოქალაქო ჩართულობისა და ციფრული სამოქალაქო აქტივობის სტიპენდიებზე განაცხადების მიღება დაიწყო
მარტი 24, 2023

სამოქალაქო ჩართულობისა და ციფრული სამოქალაქო აქტივობის სტიპენდიებზე განაცხადების მიღება დაიწყო


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის ახალი ფაზა დაიწყო. პროგრამა აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტებს ან სამოქალაქო აზროვნების მქონე ქალებსა და კაცებს თავის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიატების ქსელში გასაერთიანებლად იწვევს.

სტიპენდიები დაეხმარება მათ, ვისაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან თუ ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა სურთ. 

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგი და ქოუჩინგი. გარდა ამისა, მათ გადაეცემათ 5,000 ევრო დასახულ მიზანთა განსახორციელებლად და საქმიანი კავშირების დასამყარებლად.

კონკურსის ფარგლებში ორი სახის სტიპენდია გაიცემა: სამოქალაქო ჩართულობის სტიპენდიები და ციფრული სამოქალაქო სტიპენდიები. ეს უკანასკნელი  განკუთვნილია საინფორმაციო ტექნოლოგიების ისეთი ექსპერტებისთვის, როგორებიც არიან ინჟინერ-პროგრამისტები, მონაცემთა დამუშავების სპეციალისტები და დიზაინერები, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებს საზოგადოების საკეთილდღეოდ იყენებენ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი და კარგად იციან ინგლისური ენა.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 21 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 21, 2023

შესაძლებლობის ტიპი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,