
საერთაშორისო განათლებისა და კვლევის ჩეხეთის ეროვნული სააგენტო, Erasmus+ Youth in Action პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდულ მუშაკებსა და კულტურის ან ხელოვნების ინსტიტუტების (მუზეუმების, გალერეების, თეატრების, ბიბლიოთეკების, კულტურული ცენტრების, კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციებისა და სხვა) წარმომადგენლებს პარტნიორობის გაღრმავების სემინარზე იწვევს. მონაწილეებს ახალგაზრდებთან თანამშრომლობით საერთაშორისო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემათ.
სემინარი 2026 წლის 25-29 მაისს პრაღაში გაიმართება.
სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს. სემინარის მონაწილე უნდა იყოს სულ მცირე 18 წლის და უნდა შეეძლოს ინგლისურ ენაზე მუშაობა.
ღონისძიება ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოფს სივრცეს პოტენციურ პარტნიორებთან შესახვედრად, პროექტის იდეების გასაცნობად და თანამშრომლობის დასაწყებად. პროექტები ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) და Erasmus+ პროგრამების ფარგლებში შეიქმნება.
ინიციატივას Erasmus+ Youth in Action პროგრამის მონაწილე ეროვნული სააგენტოები აფინანსებენ. მონაწილეობის საფასური ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. გთხოვთ, დაუკავშირდეთ ეროვნულ სააგენტოს ან SALTO-ს რესურსცენტრს, რათა მიიღოთ ინფორმაცია მონაწილეობის საფასურზე და იმაზე, შესაძლებელია თუ არა თქვენი სამოგზაურო ხარჯების ანაზღაურება. ორგანიზატორები თავად უზრუნველყოფენ საცხოვრებელს და დაფარავენ საცხოვრებლისა და საკვების ხარჯებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 23 თებერვალი.
შვიდი რესურსცენტრის ქსელი, SALTO-Youth, ახალგაზრდებს მხარდაჭერის, მოწინავე სწავლებისა და წვრთნის შესაძლებლობებით უზრუნველყოფს. ის ევროკომისიის „წვრთნის სტრატეგიის“ ნაწილია და Erasmus+ Youth-ისა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამების ფარგლებში მოქმედებს.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
We use cookies and similar technologies to improve your experience on our website.