„საქართველოს კლიმატის პროგრამა“ კლიმატის ცვლილების თემაზე სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს
მარტი 17, 2023

„საქართველოს კლიმატის პროგრამა“ კლიმატის ცვლილების თემაზე სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა, „საქართველოს კლიმატის პროგრამამ“, სტუდენტური კონკურსი გამოაცხადა. კონკურსანტებს კლიმატის ცვლილების საკითხებზე სამეცნიერო სტატიების მომზადება ევალებათ.

კონკურსის მიზანი აკადემიურ წრეებში კლიმატის ცვლილების საკითხებზე (იქნება ეს ადაპტაცია, მიტიგაცია, ბუნებრივი კატასტროფები, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა თუ სხვა) ცნობიერების ამაღლება და სტუდენტებში მეცნიერული მიმართულების წახალისებაა. მონაწილეების მიერ შექმნილი სტატიები კლიმატის გლობალური ცვლილების მიერ გამოწვეულ შედეგებსა და რისკებს საქართველოსთან მიმართებაში  უნდა აშუქებდეს. გარდა ამისა, ნამუშევრები კლიმატის ცვლილების თემატიკაზე არსებული უახლესი სტატიების მიმოხილვის საფუძველზე გაკეთებულ მეორადი წყაროების ანალიზს უნდა ეყრდნობოდეს

კონკურსი სამ გამარჯვებულს გამოავლენს. პირველ ადგილზე გასულ ავტორს 1500 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილზე გასულს — 1200 ლარი, ხოლო მესამეადგილოსანს — 1000 ლარი.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 30 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 30, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,