საგრანტო კონკურსი საქართველოს რეგიონებში ტურიზმის განვითარებისა და ეკონომიკის გააქტიურებისთვის
იანვარი 13, 2023

საგრანტო კონკურსი საქართველოს რეგიონებში ტურიზმის განვითარებისა და ეკონომიკის გააქტიურებისთვის


დაიწყო კონკურსი საპროექტო იდეებისთვის, რომელთა მიზანიცაა საქართველოში ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დაბალანსება, რეგიონებიდან მოსახლეობის გადინების შემცირება და რეგიონული ცენტრების განვითარება. კონკურსი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის, „EU4ITD — ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL), ფარგლებში გამოაცხადა. 

კონკურსი გურიის, იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ რეგიონულ პროექტებს სამი პრიორიტეტული მიმართულებით დააფინანსებს. ესენია: ურბანული განახლება, ტურიზმის განვითარება და შემოსავლების გენერირება/ეკონომიკური გააქტიურება.

თითოეული გრანტის მინიმალური მოცულობა 50,000 ლარია. გრანტების მაქსიმალური მოცულობა კი დამოკიდებულია პროექტის სფეროზე: ურბანული განახლებისა და ტურიზმის განვითარების პროექტებისთვის გათვალისწინებულია 800,000 ლარი, ხოლო შემოსავლების გენერირების/ეკონომიკური გააქტიურების პროექტებისთვის — 500,000 ლარი.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 ივნისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივნისი 30, 2023

შესაძლებლობის ტიპი


თემაზე

ნოემბერი 21, 2023

EU4Dialogue საქართველოს ოფისში პროექტის ოფიცრის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

ნოემბერი 16, 2023

Eurochambres: EU4BCC აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა დასაკავშირებლად ღონისძიებას მართავს

ნოემბერი 13, 2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობისა და მისი შედეგების შესაფასებლად საგრანტო კონკურსი ცხადდება

ნოემბერი 10, 2023

დაიწყო რეგისტრაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სამუშაო სივრცეში ჯვარედინი ღირებულებების დანერგვის ონლაინკურსზე

ნოემბერი 7, 2023

TruthTechThon: მიიღე მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ მედიაწიგნიერების ჰაკათონში 


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,