საგრანტო კონკურსი: განახლებადი ენერგოტექნოლოგიების დანერგვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში
მარტი 19, 2025

საგრანტო კონკურსი: განახლებადი ენერგოტექნოლოგიების დანერგვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში


ევროკავშირი საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში  (UNDP Georgia) იწვევენ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირებს მონაწილეობის მისაღებად  საგრანტო კონკურსში, რომლის მიზანია განახლებადი ენერგოტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.. 

საგრანტო კონკურსი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში „ENPARD-4: სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სასოფლო განვითარების და ენერგეტიკული საჭიროებების საპასუხოდ, საგრანტო კონკურსის ძირითადი მიზანია ადგილობრივი სათემო ორგანიზაციის შერჩევა შემდეგი აქტივობების შესასრულებლად: მზის პანელების შეძენა და მონტაჟი,  განახლებადი ენერგიის პროექტების შემუშავება და განხორციელება სასოფლო შინამეურნეობებისა და/ან კერძო სექტორისთვის,  ადგილობრივი მოსახლეობის და კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლება განახლებადი ენერგიის შესახებ ფოკუსირებით მზის ენერგიაზე.

ორგანიზაცია, რომელიც აკეთებს საკონკურსო განაცხადს, რეგისტრირებული იყოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა 2025 წლის 2 აპრილი.

დამატებით ინფორმაცია 

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 2, 2025

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,