საერთაშორისო გამჭვირვალობის სკოლა 2025 – შეიტანეთ განაცხადი 1 ივნისამდე 
მაისი 19, 2025

საერთაშორისო გამჭვირვალობის სკოლა 2025 – შეიტანეთ განაცხადი 1 ივნისამდე 


2025 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობის სკოლა მონაწილეებს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში 30 ივნისიდან 4 ივლისამდე უმასპინძლებს. 

საერთაშორისო გამჭვირვალობის სკოლა ყოველწლიურად იმართება და მომავალ ლიდერებს კორუფციასთან ბრძოლისა და ანგარიშვალდებულების თემებზე სთავაზობს ტრენინგს. 2010 წლიდან დღემდე სკოლაში მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყნის 1,800-ზე მეტმა მომავალმა ლიდერმა მიიღო მონაწილეობა.

პროგრამის წარმატებით დასრულების მერე მონაწილეები მიიღებენ 6 ECTS კრედიტს და ტრენინგის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. 

გამჭვირვალობის სკოლა ღიაა მაღალკურსელებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. 2024 წელს გამჭვირვალობის სკოლის გამვლელთა საშუალო ასაკი 30 წელი იყო.

2025 წელს გამჭვირვალობის სკოლაში სწავლის საფასური 1,200 ევროს შეადგენს. დისტანციური სწავლების შემთხვევაში კი გადასახადი 400 ევროს უტოლდება. 

შეზღუდული რაოდენობით ასევე ხელმისაწვდომია სწავლის საფასურის დაფინანსება და სამგზავრო გრანტები, რომლებიც აპლიკანტების მოტივაციისა და კვალიფიკაციის საფუძველზე გაიცემა. „ღია მმართველობის პარტნიორობასაქართველოს, მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფს ოთხ სრულ სტიპენდიას, რომელშიც შევა სწავლის საფასური და საერთაშორისო მგზავრობის ხარჯები (სტიპენდია არ დაფარავს ვიზისა და დაზღვევის ხარჯებს). 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ივნისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივნისი 1, 2025

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,