ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების საგრანტო პროგრამა საქართველოში
აპრილი 9, 2026

ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების საგრანტო პროგრამა საქართველოში


გაეროს განვითრების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „მწვანე, ინკლუზიური და ცირკულარული ეკონომიკა:  ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის“: აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ნარჩენების მართვის სისტემების ჩამოყალიბების მხარდასაჭერად ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს მწარმოებლის პასუხისმგებლობის ორგანიზაციების (PRO) და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO/NGO) ხელშეწყობას, რათა მათ განახორციელონ პრაქტიკული და გაზომვადი ღონისძიებები ნარჩენების შემცირების, ხელახალი გამოყენების და/ან გადამუშავების მიმართულებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) შვიდი სამიზნე ნაკადიდან, სულ მცირე, ერთში:

  • გამოყენებული პორტატული ბატარეები და აკუმულატორები;
  • გამოყენებული ტყვიის მჟავას ბატარეები;
  • ნარჩენი ზეთები;
  • ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები;
  • შეფუთვა;
  • საბურავები ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის შემდეგ;
  • ავტომობილები ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის შემდეგ.

საგრანტო პროგრამა დააფინანსებს როგორც კაპიტალურ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ტექნიკასა და ტექნოლოგიებში, ასევე ოპერაციული პროცესების ეფექტიანობის გაზრდას და ინოვაციური სერვისის მოდელების დანერგვას, თუ ისინი პირდაპირ უკავშირდება ნარჩენების მართვის სისტემების (შეგროვება, შენახვა, ტრანსპორტირება, დამუშავება, გადამუშავება, ხელახალი გამოყენება და/ან აღდგენა) გაძლიერებას. აუცილებელია, შემოთავაზებულმა პროექტმა მკაფიოდ წარმოაჩინოს, რომ დაგეგმილი აქტივობები ხელს უწყობს კონკურსით განსაზღვრული ნარჩენების ნაკად(ებ)ის მართვას ე.წ. 4R პრინციპიდან (შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება ან აღდგენა), სულ მცირე, ერთ-ერთის შესაბამისად. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ: ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ
2-წლიანი გამოცდილება და პროექტის განსახორციელებლად მინიმუმ
10-პროცენტიანი თანადაფინანსების უზრუნველყოფის ვალდებულება (თანხით, ან პროდუქტებით/სერვისებით).

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 1 მაისი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შესაძლო ცვლილებებმა საქართველოს სამართლებრივ და სარეგულაციო გარემოში შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ კონკურსისა და მის ფარგლებში მხარდაჭერილი აქტივობების განხორციელებაზე.

დახურვის თარიღი:

მაისი 1, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,