მოლდოვაში კლიმატურ სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებზე ორგანიზებული საგაზაფხულო სკოლა მსურველებს იწვევს 
მარტი 6, 2025

მოლდოვაში კლიმატურ სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებზე ორგანიზებული საგაზაფხულო სკოლა მსურველებს იწვევს 


გლობალური კამპუსის კავკასიის პროგრამა და მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (MSU) „კლიმატურ სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებზე ევროპული რეგიონთაშორისი საგაზაფხულო სკოლის“ გავლის მსურველებს იწვევენ. სკოლის შეხვედრები 5-11 მაისს მოლდოვაში გაიმართება. 

მოლდოვის რესპუბლიკაში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ მხარდაჭერილი სკოლა ადამიანის უფლებების მიმართულებით პროგრესული და ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივაა. ის MSU-ის სამართლისა და ბიოლოგიის ფაკულტეტებთან პარტნიორობით არის ორგანიზებული. სკოლა აერთიანებს აკადემიური სფეროს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ადამიანის უფლებების დამცველებს მოლდოვიდან, ევროკავშირის სამეზობლოდან და ევროკავშირის გაფართოების პროცესში ჩართული ქვეყნებიდან. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, დამწყებ პროფესიონალებს, მკვლევრებსა და მომავალ თუ მოქმედ გარემოსდამცველებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა და საქართველო) და დასავლეთ ბალკანეთიდან (ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი, მონტენეგრო, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და კოსოვო). კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ საკითხის შესწავლის სურვილი ან ამ მიმართულებით ბაზისური გამოცდილება. დამატებით, ორი ადგილი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის არის გამოყოფილი.

სკოლის გავლა უფასოა. საცხოვრებლის, მოგზაურობისა და ადგილზე ყოფნის ხარჯებს ორგანიზატორები დაფარავენ. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 16 მარტი. 

ადამიანის უფლებების გლობალური კამპუსი 100-ზე მეტი უნივერსიტეტისგან შემდგარი ქსელია, რომლის მიზანიც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დამცველთა ახალი თაობის გამოწვრთნა და გაძლიერება არის. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მარტი 16, 2025

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,