მოხალისეობრივი საქმიანობის მოკლევადიანი პროგრამა პოლონეთის „ზღაპრის ტყის“ ფონდში
იანვარი 20, 2022

მოხალისეობრივი საქმიანობის მოკლევადიანი პროგრამა პოლონეთის „ზღაპრის ტყის“ ფონდში


„ზღაპრის ტყის“ ფონდი, რომელიც პოლონეთის სოფელ ლუბნიანიში მდებარეობს, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებს მოხალისეთა რვაკვირიან პროგრამაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობს. აქტივობა 30 ივნისამდე გაგრძელდება.

„ზღაპრის ტყე“ ალტერნატიული სკოლამდელი დაწესებულებაა, სადაც ბავშვებს ბუნებასთან ჰარმონიაში და ძალადობის გარეშე (არაძალადობრივი კომუნიკაციის გზით) განვითარების საშუალება ეძლევათ. დღეისათვის დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა ყოველდღიური დილის წრე, ექსკურსიები მიმდებარე ტყეებსა და მინდვრებში, კულინარიის დღე, ცხენზე ჯირითი თუ სტუმრების მიღება, თორმეტი ბავშვი მონაწილეობს. 

თითოეული მოხალისე სოფელში ცალკე ოთახში იცხოვრებს და 500 ზლოტის ოდენობის ჯიბის ფულით იქნება უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, სამგზავრო ხარჯებისთვის მოხალისე დამატებით 120 ევროს მიიღებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 იანვარი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

იანვარი 31, 2022


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,