
პროექტმა, „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“, მესამე სეზონში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. ინტენსიური ხუთ-თვიანი სწავლა/სწავლებისა და მენტორობის პროგრამები 2026 წლის ივლის-ნოემბერში განხორციელდება.
პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით და ქალთა გაძლიერების სფეროში წამყვანი ლიეტუვური ორგანიზაციის, Women Go Tech, ჩართულობით ხორციელდება.
ინიციატივის მიზანია ტექნოლოგიურ სექტორში ქალების გაძლიერება და განვითარება მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი მოიაზრებს ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული ახალი კურსების შემუშავებას და დაინტერესებულ საჯარო და კერძო სტრუქტურებთან პარტნიორობას დასაქმების მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად.
პროექტის ფარგლებში ბენეფიციარების მომზადება/გადამზადება რეგისტრაციისას არჩეული ერთ-ერთი ტექნიკური მიმართულებით წარიმართება. ეს მიმართულებებია: front-end დეველოპმენტი, კიბერუსაფრთხოება, UI/UX დიზაინი და ციფრული მარკეტინგი.
პროექტის მიზნობრივი ჯგუფია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მცხოვრები/რეგისტრირებული 18+ წლის ქალები, რომლებიც ფლობენ საბაზისო ტექნოლოგიურ უნარებს და იციან ინგლისური ენა (სულ მცირე, B1 დონეზე).
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 1 მაისი.
დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს სამართლებრივ და მარეგულირებელ გარემოში მოსალოდნელმა ცვლილებებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ამ კონკურსისა და მის ფარგლებში მხარდაჭერილი აქტივობების განხორციელებაზე.





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
We use cookies and similar technologies to improve your experience on our website.