კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი და EU4YoutH გორში მედიატურს აწყობენ
აპრილი 5, 2022

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი და EU4YoutH გორში მედიატურს აწყობენ


არასამთავრობო ორგანიზაცია, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ (CENN), რომელიც სამხრეთ კავკასიაში მდგრადი განვითარების საკითხებზე მუშაობს, ჟურნალისტებისათვის მედიატურში სამონაწილეოდ კონკურსს აცხადებს.

კონკურსი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“, ფარგლებშია ორგანიზებული. პროექტის მიზანი საქართველოსა და სომხეთში სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების გაძლიერებაა, რათა ისინი სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციის უნარების განვითარების გზით სწავლის დამთავრებისთანავე წარმატებით დასაქმდნენ. 

ტურის განმავლობაში მონაწილეები კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებსა და დაფინანსებულ სოციალურ და მწვანე მეწარმეებს შეხვდებიან. ისინი გორის ინოვაციურ ცოდნის ჰაბსაც  ეწვევიან.

ტურის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მონაწილეებმა უნდა შექმნან ჟურნალისტური ნაშრომი სტატიის, ფოტორეპორტაჟის, სიუჟეტის, ბლოგის ან ვლოგის ფორმატში და გამოაქვეყნონ ის ერთ-ერთ მედიაპლატფორმაზე. გამარჯვებული ჟურნალისტები პრიზის სახით 600, 400 და 200 ლარის ოდენობის ვაუჩერებს მიიღებენ.

დაინტერესებულ ჟურნალისტებს სარეგისტრაციო განაცხადის შევსება 10 აპრილის ჩათვლით შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://forms.gle/H2MDHeuQ5ye2qYwA6.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 10, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,