IT4Society: ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის ჰაკათონზე რეგისტრაცია დაიწყო
აპრილი 6, 2023

IT4Society: ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის ჰაკათონზე რეგისტრაცია დაიწყო


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ (EaP CSF), ტექ-ენთუზიასტებს 2023 წლის EU-EaP სამოქალაქო ტექ-აქსელერაციის ჰაკათონზე დასარეგისტრირებლად იწვევს. ჰაკათონის მიზანია, მონაწილეებს სამოქალაქო ტექ-გადაწყვეტების პროტოტიპების დასრულებულ პროდუქტებად გარდაქმნაში დაეხმაროს.

ჰაკათონი იმ სამოქალაქო ტექ-გადაწყვეტების პროტოტიპებს ეძებს, რომლებიც ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, მოაგვარებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებს და/ან გააუმჯობესებს საჯარო სერვისებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. 

2023 წლის ჰაკათონი 12 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდში, ონლაინ გაიმართება. თხუთმეტი გუნდი თავიანთი პროტოტიპების გასაუმჯობესებლად მენტორებთან, ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიონალებთან და გრაფიკულ დიზაინერებთან იმუშავებს. 

ისინი ასევე ჩაერთვებიან 2023 წლის „სამოქალაქო საზოგადოების გაციფრულების კონკურსში“, რომლის მიზანიც ამ წლის ჰაკათონის მონაწილეთა მიერ წარდგენილი ერთი (ან მეტი) სამოქალაქო ტექ-გადაწყვეტის სრულად განხორციელებაა. თითოეულ გამარჯვებულს საშუალოდ 10,000 ევრო გადაეცემა; განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს თანხა 12,000 ევრომდე შეიძლება, გაიზარდოს. 

EaP CSF იწვევს  გუნდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომელთაც უკვე შემუშავებული აქვთ სამოქალაქო ტექ-გადაწყვეტის პროტოტიპები. ისინი, ამასთან, უნდა ფლობდნენ იმ ტექნოლოგიურ უნართა მინიმალურ დონეს, რომელიც პროტოტიპების გასავითარებლადაა საჭირო. განაცხადების შეტანის ბლო ვადაა 24 აპრილი.

ჰაკათონზე ასევე მიწვეულები არიან ტექნოლოგიის სფეროს ის ექსპერტები — ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიონალები და გრაფიკული დიზაინერები — რომელთაც სურთ, გუნდებს პროტოტიპების განვითარებაში დაეხმარონ. განაცხადის შეტანა შეუძლიათ როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ასევე ევროკავშირის მოქალაქეებს. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 1 მაისი

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მაისი 1, 2023

შესაძლებლობის ტიპი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,