ევროკომისიამ მეათედ გამოაცხადა ინოვაციის ევროპული დედაქალაქის კონკურსი (iCapital). ჯილდოები გადაეცემათ ევროპულ ქალაქებს, რომლებიც ყველაზე წარმატებით იყენებენ ინოვაციებს თავიანთი მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
კონკურსი შეარჩევს ექვს პრიზიორს ორ კატეგორიაში: ინოვაციის ევროპული დედაქალაქი და მზარდი ინოვაციური ქალაქი.
ინოვაციის ევროპული დედაქალაქის წოდების მომპოვებელ ქალაქს 1 მილიონი ევრო გადაეცემა. ამ კატეგორიაში მეორე და მესამე ადგილებზე გასულები კი 100,000 ევროს ოდენობის პრიზებს მიიღებენ.
მზარდი ინოვაციური ქალაქის კატეგორიაში გამარჯვებული 500,000 ევროთი დაჯილდოვდება, მეორე და მესამე ადგილზე გამსვლელებიდან კი თითოეული 50,000 ევროს მიიღებს.
ამასთან, ყველა დაჯილდოებულ ქალაქს EIC Prizes Alumni ქსელში გასაწევრიანებლად მიიწვევენ. ესაა iCapital-ის ყოფილი გამარჯვებულებისგან შემდგარი პრესტიჟული ჯგუფი, რომლის წევრებიც ერთმანეთს საკუთარ ცოდნას უზიარებენ, საერთო გამოწვევებს განიხილავენ და გადაჭრის გზებს ერთად ეძებენ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სულ მცირე 50,000 მოსახლისგან შემდგარ ქალაქებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და „ჰორიზონტ ევროპასთან“ ასოცირებული ქვეყნებიდან, რომელთა რიცხვში საქართველოც არის.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 18 ივნისი (17:00 CET).
პოტენციური აპლიკანტებისთვის საინფორმაციო ონლაინშეხვედრა დაგეგმილია 9 აპრილს. მასზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ამ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,