ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გლობალური კულტურული ურთიერთობების პროგრამა (GCRP) კულტურულ და შემოქმედებით სექტორებში ან მეტად უსაფრთხო საზოგადოებების შექმნის სფეროში მომუშავე 40 პროფესიონალსა და მეწარმეს იწვევს.
GCRP საერთაშორისო სპეციალისტებს სასარგებლო კავშირების დასამყარებლად და კულტურათაშორისი თანამშრომლობის განსახილველად უყრის თავს. ინიციატივა დაინტერესებულ პირებს ღირებული უნარების გამომუშავების, ცოდნის გაღრმავების, საერთაშორისო ქსელში ჩართვისა და ინტერდისციპლინურ კულტურათაშორის თანამშრომლობაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.
წელს GCRP 25-28 ნოემბერს მარაკეშში (მაროკო) ჩატარდება, სამუშაო ენა კი ინგლისური იქნება.
კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის პროფესიონალები შეიძლება იყვნენ შემდეგი სექტორების წარმომადგენლები: არქიტექტურა, აუდიოვიზუალური ხელოვნება და კინო, წიგნები და გამომცემლობა, კულტურული მემკვიდრეობა, კულტურის მართვა, დიზაინი, მედია, მუსიკა, საშემსრულებლო ხელოვნება, ვიზუალური ხელოვნება და სხვა.
მეტად უსაფრთხო საზოგადოებების შექმნაზე მუშაობა კი მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორებიცაა: კონფლიქტის და პოსტკონფლიქტური სივრცეები; მშვიდობის დამკვიდრება; მედიაციის პრაქტიკა, დიალოგი და განათლება; პოსტკონფლიქტური ტრავმის მკურნალობა და მენტალური ჯანმრთელობა; კონფესიათა შორის დიალოგი; ადამიანის უფლებები და უფლებებზე დაფუძნებული ინიციატივები; მარგინალიზებულ ჯგუფებთან მუშაობა; სოციალური სამართლიანობა, ინკლუზია და გამძლეობა; თავშესაფარი, მიგრაცია და იძულებითი გადაადგილება; სტიქიურ უბედურებებზე და კლიმატის ცვლილებაზე რეაგირება; დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სხვა.
განაცხადის შესატანად უნდა იყოთ 25-39 წლის, გქონდეთ სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება გლობალურ/საერთაშორისო/კულტურათაშორის თანამშრომლობის სფეროში და მუშაობდეთ საჯარო, კერძო ან სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, ან იყოთ შტატგარეშე პროფესიონალი.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 14 ივლისი.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,