ღია კონკურსი სათემო ინიციატივების მხარდასაჭერად მდინარე დუნაის აუზის და შავი ზღვის რეგიონებში – დაფინანსება 1 მილიონ ევრომდე!
იანვარი 15, 2026

ღია კონკურსი სათემო ინიციატივების მხარდასაჭერად მდინარე დუნაის აუზის და შავი ზღვის რეგიონებში – დაფინანსება 1 მილიონ ევრომდე!


SoS2LearnDBS CLed ღია კონკურსის მიზანია სათემო ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს ევროკავშირის მისიის „აღვადგინოთ ჩვენი ოკეანე და წყლები“ მიზნების მიღწევას მდინარე დუნაის აუზისა და შავი ზღვის რეგიონებში.

კონკურსი ითვალისწინებს ინოვაციური პროექტების დაფინანსებას, რომლებიც საშუალებას მისცემს ადგილობრივ თემებს აქტიური როლი შეასრულონ გარემოსდაცვითი და სოციალური გამოწვევების გადაჭრაში; ამ მიზნით რეგიონული პარტნიორებისგან შექმნილი მცირე კონსორციუმები განახორციელებენ გადაწყვეტილებებს ადგილობრივი თემების დონეზე.

მოსალოდნელია, რომ დაფინანსებული პროექტები ხელს შეუწყობს პოტენციალის განვითარებას, თანამშრომლობას და მონაწილეობას ერთობლივ აქტივობებში, როგორიცაა ერთობლივი სწავლება და ცოდნის გაზიარება, იმავდროულად წყლის ეკოსისტემების დაცვის და კლიმატისადმი მდგრადობის მხარდაჭერით.

შესაბამისი განმცხადებლები უნდა იყვნენ იურიდიული პირები, რომლებიც უნდა მოქმედებდნენ ადგილობრივი მისიის თემების ფარგლებში ან მათი სახელით და აქტიურად საქმიანობდნენ წყლისა და ზღვის აღდგენის, დაბინძურების შემცირების, მდგრადი ლურჯ ეკონომიკის ან კლიმატისადმი ადაპტაციის სფეროებში. ეს იურიდიული პირები შეიძლება იყოს რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ადგილობრივად დაფუძნებული კომპანიები და მცირე და საშუალო საწარმოები, კვლევითი ორგანიზაციები ან სხვა ოფიციალურად დაარსებული სუბიექტები.

ყველა განმცხადებელი უნდა იყოს იურიდიულად დაფუძნებული და ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს შემოთავაზებული აქტივობები პროგრამის Horizon Europe წესების შესაბამისად. კონსორციუმის ლიდერი შეიძლება მდებარეობდეს საქართველოში, მოლდოვაში ან უკრაინაში. კონსორციუმის პარტნიორები შეიძლება დაფუძნებულები იყვნენ ევროკავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოში და პროგრამასთან Horizon Europe ასოცირებულ ქვეყანაში.

ამ კონკურსის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ორი ტიპის პროექტი. ინიციატივა დააფინანსებს მინიმუმ ხუთ პროექტს, ერთს თითოეულ რეგიონში (ზემო დუნაი, შუა დუნაი, ქვემო დუნაი, დუნაის დელტა და შავი ზღვა), 1-ლი ტიპის (200,000–400,000 ევრო) ან მე-2 ტიპის (500,000–1,000,000 ევრო) პროექტებს.

განაცხადების შეტანის საბოლოო თარიღია 30 მარტი.

SoS2LearnDBS- მიზნად ისახავს მდინარე დუნაის აუზისა და შავი ზღვის რეგიონის ეკოსისტემების აღდგენას ადგილობრივი თემების აქტიური მონაწილეობით. პროექტი შეესაბამება ევროკავშირის მისიას „აღვადგინოთ ჩვენი ოკეანეები და წყლები“ , რომლის ამოცანაა წყლის ეკოსისტემების, მათ შორის ზღვების, ოკეანეების და მტკნარი წყლის ობიექტების აღორძინება კვლევის, ინოვაციებისა და მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გზით.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მარტი 30, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,