გახდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი: განაცხადების მიღება დაწყებულია
სექტემბერი 4, 2023

გახდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი: განაცხადების მიღება დაწყებულია


თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის, ევროკავშირის ან გაერთიანებული სამეფოს* მოქალაქე, ეს კონკურსი შენთვისაა. შეიტანე განაცხადი 8 ოქტომბრამდე და შეუერთდი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას. 

კონკურსი 4 სექტემბერს EU NEIGHBOURS east პროექტმა დაიწყო. მასში მონაწილეობის მისაღებად შენ უნდა იყო:

  •  აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის, ევროკავშირის ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე;
  •  16-იდან 26 წლამდე ასაკის;
  • ინგლისურის კარგი მცოდნე;
  • ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საქმიანობით და ევროკავშირსა და შენს ქვეყანას შორის თანამშრომლობით დაინტერესებული;
  • სახალხო დიპლომატიით და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობებით  დაინტერესებული და ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის მზად მყოფი;
  • შენი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში წვლილის შეტანის მსურველი;
  • მოხალისეობრივი საქმიანობით დაინტერესებული და სამოქალაქო ჩართულობის აქტივობებისთვის დროის დათმობისთვის მზად მყოფი.

წარმატებული კანდიდატები დიალოგზე დაფუძნებულ ონლაინაქტივობებში ჩაერთვებიან და საკუთარი ქვეყნების ახალგაზრდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე წარმოადგენენ. მეტის გაგება ამ სააპლიკაციო გვერდზე შეგიძლია. 

განაცხადის შესატანად კანდიდატმა ეს სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსოს 2023 წლის 8 ოქტომბრის შუაღამემდე, ცენტრალური ევროპული დროით (CET). აპლიკანტებმა განაცხადის სრულად შესავსებად უნდა დაასაბუთონ თავიანთი მოტივაცია და შეასრულონ შემოქმედებითი დავალება.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, ქმედითი საკომუნიკაციო ქსელია. ის ხელს უწყობს კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელ ახალგაზრდებს შორის. 

დამატებითი ინფორმაცია

განცხადება

სააპლიკაციო გვერდი

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები და ხშირად დასმული კითხვები

გაიცანი მოქმედი ახალგაზრდა ევროპელი ელჩები 

*გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები ახალგაზრდები ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივაში 2016 წელს მისი დაარსებიდან მოყოლებული მონაწილეობენ, ამიტომ მათ კვლავ შეუძლიათ გახდნენ ახალგაზრდა ევროპელი ელჩები. 

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 8, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს

აპრილი 19, 2024

EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს

აპრილი 18, 2024

EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,