ევროპული პოლიტიკის ცენტრი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პროფესიონალებს „ევროპის დაკავშირების სტიპენდიებს“ სთავაზობს
ნოემბერი 21, 2025

ევროპული პოლიტიკის ცენტრი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პროფესიონალებს „ევროპის დაკავშირების სტიპენდიებს“ სთავაზობს


ბრიუსელში მდებარე, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულმა ევროპული პოლიტიკის ცენტრმა (EPC) „ევროპის დაკავშირების სტიპენდიების“ ინიციატივა წამოიწყო. 

ინიციატივის მიზანია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებიდან ორ ახალგაზრდა პროფესიონალს თავიანთი კვლევის განვითარებაში დაეხმაროს, რა დროსაც ისინი ევროპის მომავალზე სახელმწიფოთაშორის დიალოგში ჩაერთვებიან. ის ასევე მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოებასა და ანალიტიკურ ცენტრებში EPC-ის ჩართულობას.

თითოეული სტიპენდიატი სამ თვეს (2026 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე პერიოდში) ბრიუსელში, EPC-ის ოფისში გაატარებს, სადაც იმუშავებს კვლევით პროექტზე, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას ამჟამინდელ პოლიტიკურ დებატებთან დააკავშირებს. 

სტიპენდია მოიცავს 2,500 ევროს ოდენობის მობილობის გრანტს, რომელიც ყოველთვიურად გაიცემა, რაც ბრიუსელში ცხოვრების ხარჯების დაფარვაზეა გათვლილი. ბრიუსელში და ბრიუსელიდან მოგზაურობის ხარჯებს (სასტიპენდიო პროგრამის დასაწყისში და დასასრულს) პროგრამა დაფარავს. 

ცენტრი იწვევს კარიერის ადრეულ ან შუა საფეხურზე მყოფ მკვლევრებს, ანალიტიკურ ცენტრებში მომუშავე პროფესიონალებს ან არასამთავრობო ორგანიზაციის ფარგლებში მომუშავე მკვლევრებს გაფართოების ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან. აპლიკანტებს უნდა აინტერესებდეთ ევროპის პოლიტიკა და გაფართოების პოლიტიკა, უნდა ჰქონდეთ ურთიერთდაკავშირებული თემატური პრიორიტეტები (მაგალითად, კლიმატის ცვლილება, ციფრული პოლიტიკა, დემოკრატია, საგარეო პოლიტიკა) და სრულყოფილად უნდა შეეძლოთ ინგლისურად წერა და საუბარი. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 4 დეკემბერი.

„ევროპის დაკავშირება“ ევროპული პოლიტიკის ცენტრის პროექტია. მას ორი მიზანი აქვს: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიმღებლებთან დაკავშირება და ევროკავშირის პოლიტიკური დებატების ტრანსნაციონალიზაცია. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

დეკემბერი 4, 2025

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,