ევროპული მემკვიდრეობის ჰაბი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს     
თებერვალი 1, 2024

ევროპული მემკვიდრეობის ჰაბი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს   


ევროპული მემკვიდრეობის ჰაბის პროექტმა ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მხარდასაჭერად მცირე გრანტების სქემა აამოქმედა. ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულ პროექტს „ევროპა ნოსტრას“ ხელმძღვანელობით მოქმედი, 20 პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი მართავს. 

სქემის მიზანია, წაახალისოს და გააძლიეროს ევროკავშირის სამეზობლოში მემკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ ევროპული მემკვიდრეობის დაცვის უფრო ფართო მოძრაობაში და ევროპის მწვანე, ციფრულ და სოციალურ ტრანსფორმაციაში. 

საქართველოს გარდა, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. კონკურსის ფარგლებში ამ ქვეყნებს შორის სახელმწიფოთაშორისი ერთობლივი პროექტები არათუ დაშვებული, არამედ წახალისებულიცაა. 

ევროპული მემკვიდრეობის ჰაბის მცირე გრანტების სქემა სწრაფი და მოქნილი დაფინანსების ინსტრუმენტია, რომელიც  კულტურული მემკვიდრეობის შემდეგი მოცულობის პროექტებს უჭერს მხარს: 

  • მცირე პროექტები — გრანტების მოცულობა მერყეობს 2,000 ევროდან 10,000 ევრომდე;
  • საშუალო პროექტები —  გრანტების მოცულობა მერყეობს 10,000 ევროდან 30,000 ევრომდე;
  • დიდი პროექტები — გრანტების მოცულობა მერყეობს 30,000 ევროდან 50,000 ევრომდე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი.

მცირე გრანტების სქემა ევროპის მემკვიდრეობის ცენტრის საპილოტე პროექტის ნაწილია. ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულ ამ ინიციატივას ფონდი ALIPH Foundation-იც უჭერს მხარს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროპული მემკვიდრეობის ჰაბი

ევროპა ნოსტრა

დახურვის თარიღი:

მარტი 31, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,