ევროპის ციფრული უნარების ჯილდო 2026 – განაცხადები 20 მარტამდე მიიღება
მარტი 6, 2026

ევროპის ციფრული უნარების ჯილდო 2026 – განაცხადები 20 მარტამდე მიიღება


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ციფრული უნარებისა და სამუშაო ადგილების პლატფორმამ ციფრული უნარების ჯილდოს 2026 წლის კონკურსი გამოაცხადა.

2026 წელს ჯილდო ხუთ კატეგორიაში გაიცემა:

  • ციფრული კვალიფიკაციის ამაღლება სამუშაო ადგილზე: პროექტები, რომლებიც ემსახურება სხვადასხვა სექტორში, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესებში, დასაქმებულ პროფესიონალთა უნარების გაუმჯობესებასა და გადამზადებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სპეციალისტების დასაქმების ხელშესაწყობად.
  • ციფრული უნარები განათლებისთვის: პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს მასწავლებლების და/ან მოსწავლეების, პროფესიული განათლების მიმწოდებელთა, სკოლებისა და ადმინისტრაციების თანამშრომლების ციფრული უნარების გაუმჯობესებას.
  • ინკლუზია ციფრულ სამყაროში: პროექტები, რომლებიც გარიყვის რისკის ქვეშ მყოფ დაუცველ და მარგინალიზებულ ჯგუფებს ციფრული ტრენინგით, მედიაწიგნიერებისა და წვდომის უნარებით ამარაგებს.
  • ქალები ICT სფეროში: პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ICT სფეროში ქალების ჩართულობის ზრდას, რაც მიიღწევა მათი ციფრული უნარების გაღრმავებით და ახალგაზრდა ქალების წახალისებით, აირჩიონ კარიერა ტექნოლოგიების სფეროში.
  • კიბერუსაფრთხოების უნარები: პროექტები, რომელთა მიზანიცაა, განუვითარონ კიბერუსაფრთხოების უნარები მოქალაქეებსა და მცირე და საშუალო ბიზნესებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო დაწესებულებებს, კერძო კომპანიებს, აკადემიურ ინსტიტუტებს, ადგილობრივ ინიციატივებსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტების კონსორციუმებს. პროექტი ან ინიციატივა უნდა იყოს მიმდინარე და შესრულებული უნდა ჰქონდეს დასახული მიზნების, სულ მცირე, ნახევარი; ასევე დაიშვებიან პროექტები, რომლებიც 2025 წლის იანვარში ან მას შემდეგ დასრულდნენ.

პროექტი ან ინიციატივა უნდა ხორციელდებოდეს ევროკავშირის სულ მცირე ერთ წევრ ქვეყანაში. პროექტს, რომელიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებშიც ხორციელდება, იმ შემთხვევაში შეუძლია განაცხადის შეტანა, თუ დაადასტურებს საკუთარ გავლენას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 მარტი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მარტი 20, 2026


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,