ევროპის სოლიდარობის კორპუსი: მოხალისეობა პოლონეთის დაწყებით სკოლაში
აპრილი 17, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: მოხალისეობა პოლონეთის დაწყებით სკოლაში


დაწყებითი სკოლა, „გდინიის სოციალური სკოლა“, რომელიც განათლების ალტერნატიულ მეთოდებს ნერგავს, ეძებს სამ მოხალისეს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. 

სკოლა კონცენტრირდება ბავშვების მხარდაჭერაზე – მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (მაგალითად, მხედველობის დარღვევის, აუტიზმის, სხვადასხვა აშლილობისა და ჯანმრთელობის სირთულეების) მქონეთა მხარდაჭერაზე.  

აქტივობა 2026 წლის 24 აგვისტოდან 2027 წლის 23 აგვისტომდე განხორციელდება.

მოხალისეს დაევალება ბავშვებისათვის ინტეგრაციული და გამაჯანსაღებელი თამაშების მოწყობა, სასწავლო სესიების ორგანიზება, გაკვეთილების მსვლელობისას მასწავლებლების დახმარება, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა, საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზება, ენების სწავლება და ასე შემდეგ.

მოხალისეებს საცხოვრებლით დაქირავებულ ბინაში უზრუნველყოფენ, სადაც მათ 1-2 სხვა მოხალისესთან მოუწევთ ოთახის გაყოფა. ისინი ასევე მიიღებენ ყოველთვიურ სახარჯავ ფულს და გდინიაში ავტობუსის ყოველთვიური ბილეთისთვის განსაზღვრულ თანხას. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 31 მაისი. 

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსის შესახებ

დახურვის თარიღი:

მაისი 31, 2026


ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,