ქალაქ აშაფენბურგში მდებარე გერმანული ცენტრი „JUKUZ“ საკუთარ გუნდში სპორტით და ახალგაზრდებთან მუშაობით დაინტერესებულ ახალგაზრდა ქალებს იწვევს. მსურველები ცენტრში მოხალისედ მუშაობას 52 კვირის განმავლობაში — 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე შეძლებენ.
მოხალისე ცენტრს სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებებისა და ახალგაზრდული აქტივობების ჩატარებაში დაეხმარება. სპორტული პროექტების გარდა, ცენტრი ახალგაზრდებს სხვა ისეთი შესაძლებლობებითაც ამარაგებს, როგორიცაა ახალგაზრდული რადიო, საქმიანობა მედიაში და მუსიკალური პროექტები.
მოხალისეს ექნება საკუთარი ოთახი საზიარო აბაზანით და სამზარეულოთი. მასპინძელი ორგანიზაცია საცხოვრებლის და საკვების ყოველთვიურ ხარჯებს დაფარავს. ამასთან, აშაფენბურგის ქუჩებში გადასაადგილებლად ცენტრი „JUKUZ“ მოხალისეს ველოსიპედით უზრუნველყოფს.
კონკურსში მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,