ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი დემოკრატიაზე, საზოგადოებასა და საგარეო საქმეებზე საზაფხულო აკადემიას მართავს
მაისი 8, 2025

ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი დემოკრატიაზე, საზოგადოებასა და საგარეო საქმეებზე საზაფხულო აკადემიას მართავს


ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტის (EUI) პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა (SPS) ფაკულტეტი დემოკრატიაზე, საზოგადოებასა და საგარეო საქმეებზე რიგით მეექვსე საზაფხულო აკადემიას მართავს. წლევანდელი საზაფხულო აკადემიის თემაა „თანამედროვე ხედვები პოლიტიკის მეცნიერების, სოციოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგებში.“

აკადემია 2025 წლის 1-5 სექტემბერს იტალიის ქალაქ ფლორენციაში მდებარე ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტში გაიმართება.

კონკურსი ღიაა მაგისტრანტებისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და გაფართოების ქვეყნებიდან, რომელთა რიცხვში საქართველოც შედის. 

საზაფხულო აკადემია დამსწრეებს თანამედროვე ევროპული საზოგადოებების წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებს ახლებური პერსპექტივიდან დაანახებს. პროგრამა მოიცავს ლექციებს, სამ სამუშაო შეხვედრას და ტურს ფლორენციაში.

SPS-ის საზაფხულო აკადემია 27 შერჩეულ მაგისტრანტს შესაძლებლობას მისცემს, პირადად გაეცნოს EUI-ის აკადემიურ და სოციალურ გარემოს. ამას გარდა, მონაწილეები სფეროს წამყვან მეცნიერებსა და თემით დაინტერესებულ სტუდენტებს განსახილველად წარუდგენენ თავიანთ კვლევით ნაშრომებსა თუ იდეებს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა. ამასთან, გაფართოების ქვეყნების წარმომადგენელ მონაწილეებს, EUI-ის „გაფართოებადი ევროპის პროგრამის“ მხარდაჭერით, მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯებისთვის დაფინანსების მიღების შესაძლებლობაც მიეცემათ. 

EUI-ის ინიციატივა, „გაფართოებადი ევროპის პროგრამა“, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის, კონკურენტუნარიანობისა და კვლევის ხარისხის ამაღლებას გაფართოების ქვეყნებში, რაც უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მაისი 15, 2025

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,