ევროპის კოლეჯი ნატოლინში 2026/27 სასწავლო წლისთვის პროგრამებსა და სტიპენდიებზე განაცხადების მიღებას იწყებს 
ნოემბერი 21, 2025

ევროპის კოლეჯი ნატოლინში 2026/27 სასწავლო წლისთვის პროგრამებსა და სტიპენდიებზე განაცხადების მიღებას იწყებს 


ევროპის კოლეჯმა ნატოლინში 2026/27 აკადემიური წლის დიპლომისშემდგომი პროგრამებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

ევროპაში უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, ევროპის კოლეჯმა ევროპის ინტერდისციპლინური კვლევების მაგისტრატურის ფარგლებში ახალი, ევროპული უსაფრთხოებისა და სტრატეგიის მიმართულება გახსნა. 

ამ სიახლის გარდა, ევროპის კოლეჯი კანდიდატებს სტუდენტების ინტერესებზე მორგებულ შემდეგ ოთხ მიმართულებას სთავაზობს: ევროკავშირის საზოგადოებრივი საქმეები და პოლიტიკა, ევროკავშირი და მსოფლიო, ევროკავშირი ევროპის ფართო კონტექსტში და მისი მეზობლები და ევროპის ისტორია და ცივილიზაცია. 

ნატოლინი ყოველწლიურად 30-ზე მეტი ქვეყნიდან 120-ზე მეტ სტუდენტს მასპინძლობს. სტუდენტების 70%-ზე მეტი ნაწილობრივ ან სრულ სტიპენდიას იღებს თავიანთი მთავრობებიდან, კერძო სექტორიდან ან თავად ევროპის კოლეჯიდან, რაც ევროკავშირის ინსტიტუტების დამსახურებაა. 

კერძოდ, ევროპის კოლეჯი 2026/27 აკადემიურ წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებიდან უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს დიდი რაოდენობის სტიპენდიებს სთავაზობს. სტიპენდიები სწავლის, საცხოვრებლის, საკვებისა და მოგზაურობის ხარჯებს ფარავს.

ევროპის კოლეჯი, ამასთან, სტიპენდიებს სთავაზობს გარკვეული რაოდენობის მიღებულ სტუდენტებს ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ მათ ევროპის უსაფრთხოების სფეროში გამოცდილება ან აშკარა ინტერესი აქვთ. სტიპენდიით ნაწილობრივ ან მთლიანად დაიფარება ცხოვრებისა და სწავლის საფასური ევროპის ინტერდისციპლინური კვლევების ახალ მაგისტრატურაში – ევროპის უსაფრთხოებისა და სტრატეგიის სასწავლო მიმართულება. 

ამას გარდა, ნატოლინში მდებარე ევროპის ცივილიზაციის დეპარტამენტი გასცემს ევროპარლამენტის მიერ დაფინანსებულ სტიპენდიებს ნებისმიერ ქვეყანაში ისტორიისა და მომიჯნავე სფეროებში კურსდამთავრებულებისთვის, რომელთაც 2026/2027 აკადემიურ წელს ევროპის ინტერდისციპლინური კვლევების დიპლომისშემდგომი პროგრამის გავლა სურთ. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 14 იანვარი. 

1949 წელს ჰააგის კონგრესის ინიციატივით დაარსებული ევროპის კოლეჯი ევროპული კვლევების დიპლომისშემდგომი სწავლების უძველესი ინსტიტუტია. მისი დაარსების იდეა მდგომარეობდა ისეთი ინსტიტუტის შექმნაში, სადაც სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლა, ერთად ცხოვრება და საერთაშორისო კარიერისთვის მომზადება შეეძლებოდათ. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

იანვარი 14, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,