2025 წლის დასაწყისისთვის ევროპის კოლეჯი დიპლომატიის ახალ პროგრამას – ევროკავშირის დიპლომატიის პროგრამა გაფართოების რეგიონისთვის – იწყებს. განაცხადების შეტანა შეუძლიათ კანდიდატებს საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG NEAR) მიერ დაფინანსებული პროგრამა აძლიერებს ახლახან დაარსებულ ევროკავშირის დიპლომატიის აკადემიას, რომელსაც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) აფინანსებს.
ხუთთვიან სრულგანაკვეთიან სარეზიდენციო პროგრამას ევროპის კოლეჯის ბრიუგეს კამპუსი (ბელგია) უმასპინძლებს. ევროპის კოლეჯი მსოფლიოში წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტია, რომელიც ევროკავშირის საქმიანობაზე კონცენტრირდება. პროგრამაში მონაწილეობის ხარჯებს ევროპის კოლეჯი DG NEAR-ის დაფინანსებით დაფარავს.
გაფართოების რეგიონისთვის ევროკავშირის დიპლომატიის პროგრამის მიზანია გაფართოების რეგიონსა და ევროკავშირში მომუშავე დამწყებ დიპლომატებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, რაც საზიარო esprit de corps-ის წახალისებითა და ევროკავშირის საქმიანობის შესახებ ცოდნის გაღრმავებით მიიღწევა.
პროგრამა უპირველესად განკუთვნილია საგარეო პოლიტიკის (ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP)) და ევროკავშირში გაწევრიანების სფეროებში მომუშავე დამწყები დიპლომატებისთვის.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 9 დეკემბერი (18:00 CET).
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,