ევროპარლამენტი ადამიანის უფლებადამცველებისთვის განკუთვნილ სახაროვის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღებას იწყებს
იანვარი 30, 2026

ევროპარლამენტი ადამიანის უფლებადამცველებისთვის განკუთვნილ სახაროვის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღებას იწყებს


სახაროვის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების 14-მდე უფლებადამცველს ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში მდებარე კიდევ ერთ ლოკაციაზე ორკვირიან ტრენინგზე იწვევს. 

პროგრამა 2016 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია, გააძლიეროს ადამიანის უფლებადამცველები მათთვის ადამიანის უფლებებზე ევროკავშირისა და საერთაშორისო მექანიზმების გაცნობის გზით; ადვოკატირებისა და კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგით; უსაფრთხოებისა და დაცულობის, მდგრადობის, დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და დოკუმენტირების ინსტრუმენტების მიწოდებით; ევროკავშირში დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების მოწყობით და ადამიანის უფლებადამცველთა სახაროვის ქსელში მათი გაწევრიანებით. 

ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამის დასრულების მერე მონაწილეები კვლავ იქნებიან დაკავშირებული ევროპარლამენტის მუშაობასთან და თავიანთ ქვეყნებში მოქმედ  ევროკავშირის წარმომადგენლობებთან გააგრძელებენ თანამშრომლობას. ტრენინგის მიღმა, უფლებადამცველებს დაევალებათ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და კოლეგათა მხარდაჭერა.

კანდიდატებს არასამთავრობო ორგანიზაციაში, სხვა სახის ორგანიზაციაში ან ინდივიდუალურ დონეზე უნდა ჰქონდეთ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის დადასტურებული გამოცდილება. მათ ასევე მაღალ დონეზე უნდა იცოდნენ ინგლისური ენა, რათა სრულფასოვნად შეძლონ პროგრამაში ჩართვა და აქტიური წვლილის შეტანა. 

სტიპენდია ფარავს საცხოვრებელი ქვეყნიდან და უკან მგზავრობის ხარჯებს და საცხოვრებელსა და ყოველდღიურ სახარჯავ თანხას პროგრამის პერიოდში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 თებერვალი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 15, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,