ევროკავშირისა და UNDP-ის პროექტი, საპარლამენტო ინსტიტუციების გაძლიერება საქართველოში, ანალიტიკოსს ეძებს
თებერვალი 9, 2024

ევროკავშირისა და UNDP-ის პროექტი, საპარლამენტო ინსტიტუციების გაძლიერება საქართველოში, ანალიტიკოსს ეძებს


ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის, „საპარლამენტო ინსტიტუციების გაძლიერება საქართველოში“, ფარგლებში ინსტიტუციური განვითარების სპეციალისტის/ანალიტიკოსის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა.

პროექტი მიზნად ისახავს დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას, რისთვისაც საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამართულ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. 

პროექტის ანალიტიკოსი, სხვა ვალდებულებებთან  ერთად, იზრუნებს ანალიტიკურ მხარდაჭერაზე, რეგულარულად დაუკავშირდება სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს და  ხელს შეუწყობს ეროვნული და საერთაშორისო მოკლევადიანი პროექტების ექსპერტების საქმიანობას.

პროექტის ანალიტიკოსი იმუშავებს სრულ განაკვეთზე, თბილისის ოფისში.

კანდიდატი უნდა ფლობდეს მაგისტრის (ან ეკვივალენტურ) ხარისხს სამართალში, საჯარო პოლიტიკაში, განვითარების კვლევებში ან სხვა დაკავშირებულ სფეროებში. მას ასევე შეიძლება ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი რომელიმე აღნიშნულ სფეროში და მუშაობის 2-წლიანი რელევანტური გამოცდილება.

კანდიდატმა სრულყოფილად უნდა იცოდეს ინგლისური და ქართული ენები. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 16 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 16, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,