„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024“ – განაცხადების მიღება დაიწყო
ივნისი 12, 2024

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024“ – განაცხადების მიღება დაიწყო


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადგილობრივ ჟურნალისტებს კონკურსში, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024“, მონაწილეობის მისაღებად იწვევს. 

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით დაარსდა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმს და ეთიკის ქარტიის ნორმების დამკვიდრებას ქართული ჟურნალისტიკაში. 

წელს კონკურსი გამარჯვებულებს შემდეგ შვიდ კატეგორიაში გამოავლენს:

  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
  • საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში.

თითოეული კატეგორიის გამარჯვებული ფულად ჯილდოს მიიღებს.

2024 წელს „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ ევროკავშირის პრიზის კატეგორიათა შორის აღარ იქნება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM)  საქართველოში  აქცენტი გადააქვს კონფლიქტების გაშუქების სფეროში დამწყები ჟურნალისტების შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ახლად შემუშავებული პროექტების მეშვეობით, რომლებიც კონკრეტულად ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვისაა გამიზნული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს შეუწყობს ამბების ისე გაშუქებას, რომ წაახალისოს თემთა შორის ნდობის ჩამოყალიბება და მშვიდობა. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ოქტომბერი.

განაცხადის ფორმა და ნამუშევრების წარდგენის წესები იხილეთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 10, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,