საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი დიზაინის ინსტიტუტთან ერთად შემოქმედებითი ბიზნესის საფუძვლების 6-თვიან ონლაინპროგრამაზე აცხადებს რეგისტრაციას.
სასწავლო პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ ოთხწლიანი (2023-2027) პროექტის ნაწილია, რომელიც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროგრამის მონაწილეები ბიზნეს-მოდელირების, ფინანსებისა და სამართლის საფუძვლების, ბრენდინგის, ციფრული მარკეტინგის, გაყიდვებისა და პროდუქტის დიზაინის მიმართულებებით მიიღებენ მენტორობასა და ტრენინგს.
პროგრამა განკუთვნილია შემოქმედებითი ბიზნესიდეის მქონე პირებისთვის, შემოქმედებითი მეწარმეებისთვის, კულტურის სფეროს პროფესიონალებისა თუ პროექტის მენეჯერებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც შემოქმედებით სფეროში დამოუკიდებლად საქმიანობენ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 9 მარტი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს სამართლებრივ და მარეგულირებელ გარემოში მოსალოდნელმა ცვლილებებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ამ ინიციატივისა და მის ფარგლებში მხარდაჭერილი აქტივობების განხორციელებაზე.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,