ევროკავშირის გრანტები საქართველოს რეგიონების გამოუყენებელი ეკონომიკური პოტენციალის გასააქტიურებლად
მარტი 14, 2025

ევროკავშირის გრანტები საქართველოს რეგიონების გამოუყენებელი ეკონომიკური პოტენციალის გასააქტიურებლად


ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი „EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) დაინტერესებულია იდეებით მოსახლეობის შემოსავლის წყაროების  გასაუმჯობესებლად საქართველოს რეგიონებში.

შემოთავაზებული იდეები ხელს უნდა უწყობდეს რეგიონებიდან ადამიანების თბილისში მიგრაციის შემცირებას, სუსტი რგოლების განსაზღვრას რეგიონული მასშტაბის და/ან კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებულ ღირებულებათა ჯაჭვებში და ამგვარად – ადგილობრივი შემოსავლების სტიმულირებას ან გაზრდას გამოუყენებელი ეკონომიკური პოტენციალის გააქტიურების გზით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ არასამთავრობო იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს გურიის, იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭის, ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის,   სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.

საგრანტო წინადადებით მოთხოვნილი ბიუჯეტი უნდა იყოს 75,000-დან 225,000-მდე ქართული ლარის დიაპაზონში.

განაცხადების შეტანის საბოლოო ვადაა 2025 წლის 31 მაისი.

პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია (GIZ) ეროვნული ინიციატივის ფარგლებში სახელწოდებით “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა”.

დამატებით ინფორმაცია 

პრესრელიზი

EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი

დახურვის თარიღი:

მაისი 31, 2025

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,