ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მდივნის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს
იანვარი 29, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მდივნის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში თბილისის ოფისისთვის მდივნის პოზიციაზე დროებით ვაკანსიას აცხადებს.

შერჩეული კანდიდატი დამხმარე პერსონალის სტატუსით იმუშავებს და  წარმომადგენლობის  ოფისს საკოორდინაციო საქმიანობაში გაუწევს ადმინისტრაციულ მხარდაჭერას. მის მოვალეობებში შევა: შიდა პროცედურების დაცვა, საკომუნიკაციო აქტივობები, ინფორმაციის და დოკუმენტების მართვა, შეხვედრების ორგანიზება და/ან ლოგისტიკური საჭიროებების მოგვარება.

ვაკანსია თბილისის ოფისისთვის არის გამოცხადებული. 

კონტრაქტი გაფორმდება ოთხ-ნახევარი თვით (გამოსაცდელი პერიოდის წარმატების დასრულების შემდეგ). შერჩეული კანდიდატი ოფისის თანამშრომელს დეკრეტული შვებულების — 2024 წლის 11 მარტიდან 2024 წლის 31 ივლისამდე — პერიოდში ჩაენაცვლება. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს და პირებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ აქვთ მუშაობისა და ცხოვრების კანონიერი უფლება. კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მიღებული საშუალო ან უმაღლესი განათლება და სულ მცირე სამწლიანი შესაბამისი პროფესიული გამოცდილება. მათ ასევე მოეთხოვებათ ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა და ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება და წერა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 7, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,