ევროკავშირი ფაქტების გადამოწმების ევროპული ქსელის გასაძლიერებლად კონკურსს აცხადებს
აპრილი 4, 2025

ევროკავშირი ფაქტების გადამოწმების ევროპული ქსელის გასაძლიერებლად კონკურსს აცხადებს


ევროკომისიამ „ფაქტჩეკერთა ევროპული ქსელის“ გაძლიერების მხარდასაჭერად კონკურსი გამოაცხადა. 

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მეტად სანდო და უსაფრთხო ონლაინგარემოს ევროპის მოქალაქეებისთვის.

ინიციატივა ევროპის მასშტაბით ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავეთა შესაძლებლობებს გააძლიერებს, რათა უზრუნველყოს გადამოწმებულ ფაქტებზე ხელმისაწვდომობა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში და ყველა ოფიციალურ ენაზე.

ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია ფაქტჩეკერების შევიწროებისგან დასაცავი სქემის შემუშავება, გადამოწმებული ფაქტების ბაზის შექმნა და ფაქტების გადამოწმების რეაგირების მექანიზმის ჩამოყალიბება — მათ შორის საგანგებო სიტუაციებისთვის.

კონკურსი ღია იქნება 2025 წლის 15 აპრილიდან 2 სექტემბრამდე და მისი სრული დაფინანსება 5 მილიონ ევროს შეადგენს. 

კონკურსი ღიაა დაინტერესებული მხარეებისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ასევე, კანდიდატი და გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნებიდან, ციფრული ევროპის პროგრამასთან ასოცირებული ქვეყნებიდან და იმ რეგიონებიდან, რომლებიც დეზინფორმაციისაა და უცხოეთის მხრიდან ჩარევის, მათ შორის პრორუსული დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელების განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან. შედეგად, კონკურსი ღიაა საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვისაც

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,