ევროკავშირი მედიის წარმომადგენლებს „ახალი მედიის ინკუბატორში“ მონაწილეობას სთავაზობს
მარტი 27, 2025

ევროკავშირი მედიის წარმომადგენლებს „ახალი მედიის ინკუბატორში“ მონაწილეობას სთავაზობს


პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) იწყებს „ახალი მედიის ინკუბატორს“, რომელიც ევროპაში ახალბედა მედიაორგანიზაციების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ინიციატივა მათ მედიამასალის შექმნასა და ორგანიზაციის განვითარებაში დაეხმარება.

კონკურსი ღიაა ევროპაში, მათ შორის საქართველოში, მოქმედი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციებისთვის. განაცხადის შეტანისას მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს არსებული ბაზრისა და აუდიტორიის კვლევა, მტკიცე ბიზნესგეგმა და განვითარების სურვილი.

IPI-ის „ახალი მედიის ინკუბატორი“ რვათვიანი პროგრამაა. ის უკვე მეორედ ტარდება და მედიაორგანიზაციებს სთავაზობს დაფინანსებას, პერსონალიზებულ საკონსულტაციო მომსახურებებს, ტრენინგებსა და რჩევებს. პროგრამა მედიასაშუალებებს ბაზრის საჭიროებების იდენტიფიცირებაში, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში და მდგრადი და შემოქმედებითი საინფორმაციო პროდუქტების შექმნაში დაეხმარება.

კონკურსში მონაწილეებს 15,000 ევრომდე ოდენობის გრანტის მოთხოვნა შეუძლიათ. „ახალი მედიის ინკუბატორის“ დაფინანსებით შეიძლება დაიფაროს პროექტის ხარჯების ნებისმიერი პროცენტი — მათ შორის ასივეც.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 6 ივნისი.

დაინტერესებულებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც 15 აპრილს (ბმული) და 6 მაისს (ბმული) გაიმართება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივნისი 6, 2025

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,