ევროკავშირი „გენდერული თანასწორობის მცველების“ კონკურსს აცხადებს – განაცხადები 18 ივნისამდე მიიღება
მაისი 16, 2025

ევროკავშირი „გენდერული თანასწორობის მცველების“ კონკურსს აცხადებს – განაცხადები 18 ივნისამდე მიიღება


2022 წლიდან მოყოლებული, ევროკომისია გენდერული თანასწორობის მცველის პრიზით აჯილდოებს ინსტიტუციებს, რომლებმაც ყველაზე ეფექტიანი გენდერული თანასწორობის გეგმები (GEPs) განახორციელეს.

ეს ინსტიტუციები შეიძლება იყოს უნივერსიტეტები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა (სახელმწიფო თუ კერძო) კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამასთან ასოცირებულ ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) არიან დაფუძნებულები. 

პრიზები სამ კატეგორიაში გაიცემა:

  1. მდგრადი გენდერული თანასწორობის მცველები: ორგანიზაციები, რომლებმაც გენდერული თანასწორობის გეგმის განხორციელებით მნიშვნელოვან და მდგრად წარმატებას მიაღწიეს.
  2. გენდერული თანასწორობის ახალბედა მცველები: ორგანიზაციები, რომლებმაც ახლახან შეასრულეს თავიანთი პირველი გენდერული თანასწორობის გეგმა და მისი განხორციელებისას ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწიეს.
  3. ინკლუზიური გენდერული თანასწორობის მცველები: ორგანიზაციები, რომლებმაც გენდერული თანასწორობის გეგმის განხორციელებით კონკრეტულ შედეგებს მიაღწიეს. ეს შედეგები ერთდროულად უნდა იყოს დაკავშირებული გენდერისა და სულ მცირე ორ ისეთ სხვა სოციალურ კატეგორიასთან, როგორიცაა რასობრივი თუ ეთნიკური წარმომავლობა, სოციალური წარმოშობა, სექსუალური ორიენტაცია თუ გენდერული იდენტობა და შეზღუდული შესაძლებლობა.

შედეგები 2026 წელს დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. თითოეული გამარჯვებული 100,000 ევროს ოდენობის ჯილდოს მიიღებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შეტანა შეუძლიათ სამიდან მხოლოდ ერთ კატეგორიაში. გასული წლების კონკურსების გამარჯვებულებს სხვა კატეგორიაში განაცხადის ხელახლა შეტანა არ შეუძლიათ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 18 ივნისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გენდერული თანასწორობის მცველების პრიზი

გენდერული თანასწორობის გეგმები

კონკურსის წესები

დახურვის თარიღი:

ივნისი 18, 2025


ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,