ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს
ივნისი 6, 2025

ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს


ტრანსატლანტიკურმა ფონდმა (TF) შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის პროგრამასთან, „შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის“,  პარტნიორობით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანია ამ ორგანიზაციათა შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ არსებულ და მომავალ გამოწვევებთან გამკლავება და ადაპტირება შეძლონ. 

​​კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული და ტრანსატლანტიკური ფონდის მიერ მართული პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ (ERICS-EaP), ფარგლებში გამოცხადდა. 

კონკურსის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს სტრატეგიულ ინვესტიციებს იმ სფეროებში, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ხანგრძლივი მედეგობისთვის არსებითი მნიშვნელობისაა. 

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ მედეგობის განვითარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად. ეს შეიძლება იყოს: თანამშრომელთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა; IT ინფრასტრუქტურის განახლება და კიბერუსაფრთხოების გაძლიერება; ექსპერტული რჩევები და საკონსულტაციო მომსახურება; საკომუნიკაციო სტრატეგიების დახვეწა; იურიდიულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა. ამასთან, წახალისებულია საზღვართაშორისი თანამშრომლობისა და საქმიანი კავშირების ხელშემწყობი ინიციატივები. 

კონკურსის ფარგლებში გაიცემა 10,000 ევროს ოდენობის გრანტი, რომლითაც შერჩეული პროექტი მაქსიმუმ ხუთი თვის განმავლობაში დაფინანსდება. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 13 ივნისი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივნისი 13, 2025

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,