EU4Youth: ევროპის კოლეჯი ნატოლინში ევროპული ინტერდისციპლინური სწავლების სამაგისტრო პროგრამისთვის სტიპენდიებს გასცემს
ოქტომბერი 31, 2023

EU4Youth: ევროპის კოლეჯი ნატოლინში ევროპული ინტერდისციპლინური სწავლების სამაგისტრო პროგრამისთვის სტიპენდიებს გასცემს


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Youth პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მცხოვრებ სტუდენტებს სრულ სტიპენდიებს სთავაზობს. სტიპენდიები გაიცემა ევროპის კოლეჯის 2024-2025 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამისთვის ევროპული ინტერდისციპლინური სწავლების მიმართულებით. 

სტუდენტებს სწავლა კოლეჯის ნატოლინის (პოლონეთი) კამპუსში მოუწევთ. 

სტიპენდიები ფარავს სწავლის საფასურს და კამპუსში ცხოვრებისა და კვების ხარჯებს. სტიპენდიებს EU4Youth პროგრამის მესამე ფაზა, „ახალგაზრდების დასაქმება და მეწარმეობა“, გასცემს, რომელიც, თავის მხრივ, ევროკავშირისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა თანადაფინანსებული.

მართალია, სტიპენდიის მოპოვება შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ყველა ახალგაზრდას, თუმცა უპირატესობა სოციალურად თუ ეკონომიკურად არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ სტუდენტებს მიენიჭებათ.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 იანვარი. 

ევროპის კოლეჯმა 2024-2025 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო პროგრამებზე ონლაინგანაცხადების მიღება უკვე დაიწყო. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტუდენტებს ამ პროგრამებში ჩასარიცხად სხვა სტიპენდიების მოპოვებაც შეუძლიათ. ყველა პროგრამისთვის განაცხადები ერთსა და იმავე ვადებში მიიღება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

იანვარი 16, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,