EU4Digital მცირე და საშუალო საწარმოებში ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად EdTech Hub-ის პროგრამისთვის პარტნიორებს ეძებს
ივნისი 21, 2023

EU4Digital მცირე და საშუალო საწარმოებში ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად EdTech Hub-ის პროგრამისთვის პარტნიორებს ეძებს


EU4Digital პროგრამის EdTech Hub-ის ინიციატივა პარტნიორებად ეძებს ორგანიზაციებს, რომლებიც ელ-კომერციასთან, ციფრულ მარკეტინგთან თუ ბიზნეს-პროცესების ციფრულ გარდაქმნასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო მასალას ქმნიან. 

EdTech Hub მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა და მისი მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 1 მილიონი მოქალაქის ციფრული გაძლიერება და 500,000 მცირე და საშუალო საწარმოს მხარდაჭერა. 

პროგრამა წარმოადგენს ციფრული სწავლების პლატფორმას, რომელზე განთავსებული ვებკურსებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებებზე იქნება მორგებული. EdTech Hub-ის პირველი კურსები 2023 წლის ივლისში გახდება ხელმისაწვდომი.

თუ წარმოადგენთ ორგანიზაციას, რომელსაც სურს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეთა ციფრული უნარების გაუმჯობესება ან მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, დაუკავშირდით EdTech Hub პროგრამას ელ-ფოსტაზე: [email protected].

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივლისი 31, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,