EU4Digital აკადემიამ პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ონლაინ სწავლების პლატფორმასთან CYRUS, რათა ხელი შეუწყოს ცოდნის გაღრმავებას კიბერუსაფრთხოების სფეროში. საკუთარი წარმატებული „კიბერუსაფრთხოების“ კურსის გარდა, EU4Digital აკადემიის უფასო სასწავლო მასალების ონლაინ კატალოგში ახლა CYRUS-ის კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამი კურსიც შედის.
CYRUS-ის კურსები ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე და მოიცავს შემდეგ თემებს: „კიბერუსაფრთხოების კულტურა და ადამიანის ქცევა“, „უსაფრთხოების 10 უმთავრესი საკითხი და მათი გადაწყვეტები“ და „პროგრამა-გამომძალველი“.
„კიბერუსაფრთხოების კულტურა და ადამიანის ქცევა“
კურსი შექმნილია არატექნიკური დარგების პროფესიონალებისთვის, როგორიცაა ადამიანური რესურსების მენეჯერები, შესყიდვების სპეციალისტები, მიწოდების ჯაჭვის მენეჯერები და ოფისის თანამშრომლები, რათა მათ გაიღრმავონ ცოდნა კიბერუსაფრთხოების რისკების და მათზე რეაგირების სტრატეგიების სფეროში. კურსი ფოკუსირებულია ადამიანური ფაქტორის გადამწყვეტ როლზე კიბერუსაფრთხოებაში და გვთავაზობს ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიებს, რომლებიც უსაფრთხოების ინციდენტების დროს და მათ შემდგომ პერიოდში გამოიყენება.
კიბერუსაფრთხოების კულტურა და ადამიანის ქცევა
„უსაფრთხოების 10 უმთავრესი საკითხი და მათი გადაწყვეტები“
ეს 4-ნაწილიანი კურსი შექმნილია პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტებისა და ვებ-აპლიკაციების ინჟინრებისთვის, რომლებსაც სურთ უსაფრთხო, მდგრადი და საიმედო სისტემების შექმნა და კოდირების გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილება. კურსი მოიცავს ვებ-სისტემის ტიპურ პრობლემებს და დაწვრილებით განიხილავს მათ ზემოქმედებას მთელი სტეკის აპლიკაციებზე, დაწყებული საბაზისო გარემოდან, და დამთავრებული თანამედროვე AJAX და HTML5-ზე დაფუძნებული ინტერფეისებით. გარდა ამისა, სასწავლო მასალაში განხილულია სხვადასხვა პლატფორმისთვის დამახასიათებელი უსაფრთხოების პრობლემები და პროგრამირების გავრცელებული შეცდომები, რომლებიც თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მსმენელები პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით შეისწავლიან, თუ როგორ დაწერონ კოდი უფრო უსაფრთხოდ.
უსაფრთხოების 10 უმთავრესი საკითხი და მათი გადაწყვეტები
„პროგრამა-გამომძალველი“
კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც აქვს წვდომა კომპანიის ქსელებზე, მონაცემებსა და მოწყობილობებზე, განსაკუთრებით იმ პირებისთვის, ვინც სატრანსპორტო სექტორში, წარმოებაში ან მცირე და საშუალო საწარმოებშია დასაქმებული. კურსი უზრუნველყოფს ცოდნას და უნარებს, რომლებიც პროგრამა-გამომძალველის შეტევების თავიდან აცილებისა და ამ შეტევებზე ეფექტური რეაგირებისთვის არის საჭირო. კურსი მოიცავს პროგრამა-გამომძალველის მუშაობის პრინციპებს, პრევენციის სტრატეგიებს და ინციდენტების მართვას. მსმენელები შეისწავლიან სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მონაცემების აღდგენას და იურიდიული მოთხოვნების დაკმაყოფილებას პრაქტიკული ინსტრუმენტების და პრაქტიკული ცოდნის გამოყენებით, საკუთარი ორგანიზაციის უკეთ დაცვის მიზნით.
კურსების კონტენტის შესადგენად ყველაზე აქტუალურ თემებზე EU4Digital აკადემია სარგებლობდა საუკეთესო პროვაიდერების და პლატფორმების მიერ მოწოდებული მასალით, რომელიც გამოყენებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოთხოვნების შესაბამისი ტრენინგებისთვის.
ონლაინ სწავლების პლატფორმა CYRUS გთავაზობთ ტრენინგს ყველა დონის თანამშრომლისთვის, მეწარმეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის კიბერუსაფრთხოების უნარების გასაუმჯობესებლად; კურსი განსაკუთრებით სასარგებლოა სატრანსპორტო და წარმოების სექტორების, ასევე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რადგან ის მათ კიბერსაფრთხეების განსაზღვრისა და შემცირების საშუალებას აძლევს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს CYRUS ახორციელებს 11 პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის EIT Manufacturing.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზიEU4Digital აკადემიის „კიბერუსაფრთხოების“ კურსი





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,