ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივმა ინიციატივამ, „EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში“, პროექტის ოფიცრის ვაკანსია გამოაცხადა.
არჩეული კანდიდატი სრულგანაკვეთიანი პოზიციას თბილისის ოფისში მიიღებს.
EU4Dialogue-ს ევროკავშირი აფინანსებს და UNDP ახორციელებს. ინიციატივა კონფლიქტით დაზარალებული თემების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, უსაფრთხოებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით უწყობს ხელს კონფლიქტების ტრანსფორმაციას.
აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, რაც გულისხმობს საერთაშორისო განვითარებას, სათემო განვითარებას, პროექტის მენეჯმენტს, მშვიდობისა და კონფლიქტების სწავლებას ან სხვა შესაბამის სფეროებს. მაგისტრის ხარისხის ნაცვლად, აპლიკანტს შეიძლება ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი და ორწლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება. აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური და ქართული ენების კარგი ცოდნა.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,