EU4Climate კლიმატის ცვლილების საკითხებში დაინტერესებულ პირებს სტაჟირების შესაძლებლობას სთავაზობს 
ივნისი 28, 2022

EU4Climate კლიმატის ცვლილების საკითხებში დაინტერესებულ პირებს სტაჟირების შესაძლებლობას სთავაზობს 


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP) მიერ განხორციელებული პროგრამა, EU4Climate საქართველოში სტაჟირების შესაძლებლობას იძლევა. ინიციატივა კლიმატის ცვლილების საკითხებით დაინტერესებულთათვისაა განკუთვნილი. 

სტაჟიორს პროექტის გუნდის მხარდაჭერა ისეთ საკითხებში დაევალება, როგორიცაა საქართველოში კლიმატის ცვლილების სფეროში ადამიანის უფლებების კვლევისთვის დოკუმენტაციის შესწავლა და/ან ინტერვიუების ჩაწერა; თემატური ბლოგების დაწერა და/ან პრესრელიზების, სტატიების და პროექტის ანგარიშების მომზადებაში წვლილის შეტანა; იმ საველე საქმიანობაში ჩართვა, რომელიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებებს და გენდერული ან სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის შეფასებას; საკოორდინაციო საქმიანობაში ჩართვა და ტრენინგების, ღონისძიებების თუ კონფერენციების ორგანიზებაში ლოგისტიკური მხარდაჭერის გაწევა და სხვა. 

სტაჟიორებს ყოველთვიური სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 30 ივნისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივნისი 30, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,