EU4Business კომუნიკაციისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებს ესტონეთში დაგეგმილ ბიზნესტურზე იწვევს
თებერვალი 29, 2024

EU4Business კომუნიკაციისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებს ესტონეთში დაგეგმილ ბიზნესტურზე იწვევს


პროექტი, „EU4Business: კომპანიების დაკავშირება“,  EU4Business-სა და სომხურ კომპანია Civitta-სთან თანამშრომლობით, მარკეტინგისა და კომუნიკაციის სფეროს პროფესიონალებს ესტონეთში მაისში დაგეგმილ ბიზნესტურზე იწვევს.

განმცხადებლები ორგანულ/ბიო საკვების, შემოქმედებითი ინდუსტრიების, ტექსტილების, ტურიზმისა და ღვინის სექტორებში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებში ან ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებში უნდა მუშაობდნენ. მათ ასევე კარგად უნდა იცოდნენ ინგლისური ენა. 

მისიის მონაწილეები 20-24 მაისს გაემგზავრებიან ტალინში, სადაც ესტონეთის ეკოსისტემას გაეცნობიან. ისინი ასევე მიიღებენ ცოდნას  ციფრულ მარკეტინგისა და სოციალური მედიის მეშვეობით პროდუქტისა თუ მომსახურების რეკლამირებაზე. 

ბოლო ვადა 20 მარტია, თუმცა ინიციატივის ორგანიზატორები მსურველებს მოუწოდებენ, რომ განაცხადები რაც შეიძლება მალე შეიტანონ

ორგანიზატორები დააფინანსებენ ორმხრივ მგზავრობას, ვიზის გადასახადს (საჭიროების შემთხვევაში), სასტუმროსა და კვების ხარჯებს და ესტონეთის საფლაგმანო სტარტაპის, Latitude59-ის  ტექღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთს. 

EU4Business: კომპანიების დაკავშირება (EU4BCC) ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია. მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. ამისათვის პროექტი ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს, გაზარდონ ვაჭრობის მასშტაბი, მოიზიდონ შიდა ინვესტიციები და დაამყარონ ბიზნესკავშირები ევროკავშირში მოქმედ კომპანიებთან. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მარტი 20, 2024


ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,