EU4Business ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მობილობის სქემას იწყებს
იანვარი 18, 2023

EU4Business ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მობილობის სქემას იწყებს


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, „EU4Business: კომპანიების დაკავშირება“, მობილობის სქემას იწყებს. მის ფარგლებში დაფინანსდება საქმიანი გაცვლები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი 50  ორგანიზაციის და 35 მცირე და საშუალო საწარმოს თანამშრომლებს შორის.

პროგრამა 2023 წლის თებერვლიდან მაისამდე განხორციელდება. მონაწილეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და საქმიან კონტაქტებს დაამყარებენ. გეგმის თანახმად, გაცვლები მცირე და საშუალო საწარმოებს შორის ერთ თვეს გაგრძელდება, ხოლო ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს შორის — ერთიდან ორ თვემდე.

უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადებს უკრაინული მცირე და საშუალო საწარმოებიდან და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებიდან. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 1 მარტი.

დამატებითი ინფორმაცია

გაიარეთ რეგისტრაცია 2023 წლის 18 იანვრის საინფორმაციო სესიაზე დასასწრებად 

გარდა ამისა, 2023 წელს პროექტის, „EU4Business: კომპანიების დაკავშირება“, ფარგლებში შემდეგი ინიციატივები იგეგმება:

–  ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ტური

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ბიზნესის მხარდამჭერი 35 ორგანიზაცია მონაწილეობას მიიღებს 5-დღიან ტურში, რომლის მიზანიც საქმიანი კონტაქტების დამყარება იქნება. 

დამატებითი ინფორმაცია

– ექსპორტის აკადემია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის

EU4Business აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების საექსპორტო პოტენციალის მხარდასაჭერად ვებინარების სერიას გამართავს. ვებინარების მონაწილეებს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი (ITC) გააცნობს EU4Business-ის ინიციატივას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის დახმარების სამსახურს. პლატფორმა კომპანიებს საექსპორტო შესაძლებლობების განსაზღვრაში ეხმარება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის ბაზრის შესახებ ინფორმაციას აწვდის. 

დამატებითი ინფორმაცია

– სასწავლო ვიზიტები სექტორების მიხედვით 

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის 25 მცირე და საშუალო საწარმოს მონაწილეობით განხორციელდება სასწავლო ვიზიტები იმ ხუთი სექტორის ფარგლებში, რომლებსაც პროექტი მოიცავს. ეს სექტორებია: მეღვინეობა, ბიო- და ორგანული საკვები, ტურიზმი, ტექსტილი და შემოქმედებითი ინდუსტრიები. 5-დღიანი გაცვლითი პროგრამის მონაწილეები დაესწრებიან საქმიან შეხვედრებს და მოინახულებენ საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებს. 

დამატებითი ინფორმაცია

პროექტი, EU4Business: კომპანიების დაკავშირება, დაფინანსებულია  EU4Business ინიციატივის ფარგლებში და მას ორგანიზაცია Eurochambres ახორციელებს. მისი მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაა.

დამატებითი ინფორმაცია

EU4Business: კომპანიების დაკავშირება

დახურვის თარიღი:

იანვარი 18, 2023


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,