ENPARD IV: ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის საერთო პროექტში ვაკანსია გამოცხადდა
თებერვალი 23, 2024

ENPARD IV: ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის საერთო პროექტში ვაკანსია გამოცხადდა


გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირი/UNDP-ის პროექტის ფარგლებში ინკლუზიური ზრდისა და განვითარების მიმართულებით პროექტის ანალიტიკოსის ვაკანსიას აცხადებს. 

პროექტი ორიენტირებულია საქართველოს სასოფლო რეგიონებში არსებული გამოწვევების გადაჭრაზე. ამ მიზნის მისაღწევად ისეთი შესაძლებლობების ხელშეწყობაა დასახული, როგორიც  სოფლად მცხოვრები, საზოგადოების დაუცველი ჯგუფებისთვის სამუშაო ადგილების შექმნასა და სოფლების მდგრად განვითარებას უჭერს მხარს. პროექტი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში ფინანსდება.

პროექტის ანალიტიკოსი მოაგროვებს და დაამუშავებს სხვადასხვა ტიპის მასალას და მონაწილეობას მიიღებს სასოფლო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან, ინკლუზიურ სასოფლო განვითარებასთან თუ სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებასთან დაკავშირებული საპროექტო საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში. 

კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის (ან ეკვივალენტური) ხარისხი ეკონომიკაში, საჯარო ადმინისტრირებაში, სამართალში, პოლიტიკურ მეცნიერებებში, სოციალურ მეცნიერებებში ან სხვა მსგავს სფეროში. კანდიდატს ასევე შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ბაკალავრის ხარისხი ზემოაღნიშნულ სფეროებში 2-წლიან სამუშაო გამოცდილებასთან ერთად. აუცილებელია ინგლისურისა და ქართულის მაღალ დონეზე ცოდნა.

პროექტის ანალიტიკოსი იმუშავებს თბილისში.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 მარტი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ვაკანსიის დეტალები

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,