ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო აცხადებს განახლებადი ენერგიის ექსპერტის ვაკანსიას
მარტი 20, 2026

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო აცხადებს განახლებადი ენერგიის ექსპერტის ვაკანსიას


ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო ევროკომისიის თანათავმჯდომარეობით აცხადებს განახლებადი ენერგიის ექსპერტის ვაკანსიას ვენის (ავსტრია) ოფისში; სამსახურის დაწყების სავარაუდო თარიღია 2026 წლის ივნისი.

წარმატებული კანდიდატი მხარს დაუჭერს განახლებადი ენერგიის პოლიტიკის განვითარებას და განხორციელებას მთელი ენერგეტიკული თანამეგობრობის სივრცეში, და მონაწილე ქვეყნებს ევროკავშირის კანონთა კრებულთან შესაბამისობის მიღწევასა და სუფთა ენერგეტიკაზე გადასვლის დაჩქარებაში დაეხმარება. განახლებადი ენერგიის ექსპერტის ფუნქციებში შედის წინსვლის მონიტორინგი და სარეგულაციო ჩარჩოების მხარდაჭერა, ასევე საკუთარი წვლილის შეტანა პოლიტიკური ანალიზის და მონაწილე მხარეთა ჩართულობის პროცესებში.

კანდიდატი უნდა იყოს ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს ან საერთაშორისო შეთანხმების  მონაწილე რომელიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის მოქალაქე. მას  უნდა ჰქონდეს საუნივერსიტეტო განათლება/ხარისხი ეკონომიკაში, სამართალში, ინჟინერიაში ან სხვა შესაბამის სფეროში, მინიმუმ ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილება განახლებადი ენერგიის სექტორში და ევროკავშირის განახლებადი ენერგიის პოლიტიკის საფუძვლიანი ცოდნა; ძალიან კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას და ჰქონდეს კარგი საკომუნიკაციო უნარები.

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო ამ პოზიციაზე დანიშნულ სპეციალისტს სთავაზობს გადასახადებისგან განთავისუფლებულ ხელფასს თვეში 6,735 ევროს ოდენობით. საბოლოო ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციით, გამოცდილებით და შერჩევის პროცესის შედეგით.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 19 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 19, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,