დაფნე კარუანა გალიციას პრიზი ჟურნალისტიკაში განაცხადების მიღებას იწყებს
მაისი 23, 2025

დაფნე კარუანა გალიციას პრიზი ჟურნალისტიკაში განაცხადების მიღებას იწყებს


21 მაისს ევროპარლამენტმა კონკურსისთვის, დაფნე კარუანა გალიციას პრიზი ჟურნალისტიკაში, განაცხადების მიღება მეხუთედ გამოაცხადა. 

კონკურსი ყოველწლიურად აჯილდოებს გამორჩეულ ჟურნალისტურ ნამუშევრებს, რომლებიც ევროკავშირის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებს იცავს, როგორიცაა ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.

დაფნე კარუანა გალიცია მალტელი ჟურნალისტი, ბლოგერი და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტი იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კორუფციის, ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულის, მოქალაქეობის გაყიდვისა და „პანამის დოკუმენტებთან“ მალტის მთავრობის კავშირის გამოაშკარავებაში. მრავალწლიანი დევნისა და მუქარების შემდეგ, ის 2017 წლის 16 ოქტომბერს საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. 

„თავისუფალი მედია საუკეთესო ფარია დემოკრატიისთვის. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მუშაობდნენ ცენზურის, მუქარისა თუ შურისძიების შიშის გარეშე. ევროპარლამენტი ყოველთვის დაიცავს და მხარს დაუჭერს მედიისა და პრესის თავისუფლებას,“ — განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.

კონკურსში განაცხადის შეტანა შეუძლიათ ნებისმიერი ეროვნების პროფესიონალ ჟურნალისტებსა და პროფესიონალი ჟურნალისტების გუნდებს. მათ უნდა წარადგინონ ანალიტიკური სიღრმისეული მასალა, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთი ქვეყნის მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნდა.

20,000 ევროს ოდენობის წლიური ჯილდო გამარჯვებულს 2025 წლის ოქტომბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტში გადაეცემა. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 ივლისი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 

სარეგისტრაციო ფორმა

დახურვის თარიღი:

ივლისი 31, 2025


ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,