დაიწყო რეგისტრაცია მწვანე ბანაკში „ცირკულარობა“ !
ივნისი 27, 2025

დაიწყო რეგისტრაცია მწვანე ბანაკში „ცირკულარობა“ !


თუ ხარ კახეთსა ან აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა და გსურს ისწავლო ან უფრო მეტი გაიგო ცირკულარული მომავლის შესახებ — მაშინ ეს შანსი შენთვისაა!

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში, CENN აცხადებს მიღებას 7-დღიან მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.

ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში ცირკულარული ეკონომიკისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. ბანაკის მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებსა და ნარჩენების მართვაზე, ასევე შეიძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას კამპანიების დაგეგმვის პროცესში. გარდა ამისა, ბანაკის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტები იმ კომპანიებში, რომლებმაც საკუთარ საქმიანობაში უკვე წარმატებით დანერგეს ცირკულარული მიდგომები.

ბანაკის თარიღი: 23-29 ივლისი, 2025.

ბანაკში მონაწილეობის მისაღბად, გაიარე რეგისტრაცია აქ.

განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 3 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივლისი 3, 2025

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,