Culture Moves Europe: გამოცხადდა კონკურსი ინდივიდუალური მობილობის ხელშესაწყობად
ნოემბერი 11, 2025

Culture Moves Europe: გამოცხადდა კონკურსი ინდივიდუალური მობილობის ხელშესაწყობად


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ, Culture Moves Europe („ევროპას კულტურა ამოძრავებს“) ოქტომბერში ახალი კონკურსისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. ევროკომისიამ ამ მიზნით დამატებით 25 მილიონი ევრო გამოყო, რომელიც 2028 წლამდე 7,000 ხელოვანსა და კულტურის სფეროს პროფესიონალს ფინანსურად დაეხმარება. პროგრამას გოეთეს ინსტიტუტი ახორციელებს. 

ინდივიდუალური მობილობისთვის განკუთვნილი გრანტების მიღება შეუძლიათ ხელოვანებსა და კულტურის სფეროს პროფესიონალებს, რომლებიც „შემოქმედებითი ევროპის“ ქვეყნებში ცხოვრობენ და სურთ, რომ თავიანთი პროექტები პროგრამის მონაწილე სხვა ქვეყანაში განახორციელონ. განმცხადებლები უნდა იყვნენ მინიმუმ 18 წლის და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით ნებისმიერი დონის გამოცდილების მქონე. 

საგრანტო სქემა, რომელიც შვიდ სექტორს მოიცავს, მიზნად ისახავს, გააფართოოს სახელოვნებო და კულტურული მობილობა ევროპასა და მეზობელ რეგიონებში. 

გრანტის მიღების მსურველებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ ინდივიდუალურად ან მაქსიმუმ 5 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის სახით. წარდგენილი პროექტი უნდა განხორციელდეს ერთ ქვეყანაში. ინდივიდუალური პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 7-იდან 60 დღემდე, ხოლო ჯგუფური პროექტის – 7-იდან 21 დღემდე. 

გრანტით გათვალისწინებულია დღიური სახარჯავი თანხა (85 ევრო დღიურად პროექტის განხორციელების განმავლობაში), მგზავრობა (გამოითვლება ავტომატურად მანძილის მიხედვით), ეკო-მობილობის დანამატი (400 ევრო), ოჯახისთვის განკუთვნილი დანამატი (200 ევრო თითო შვილზე) და ვიზისთვის განკუთვნილი დანამატი (120 ევრო). საჭიროების შემთხვევაში ასევე გათვალისწინებულია ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი მხარდაჭერა. 

გრანტები გაიცემა ყოველთვიურად 2026 წლის 30 აპრილამდე.

კონკურსი ღიაა ხელოვანებისთვის საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. 

წელსვე, 2025 წლის 15 დეკემბერს გამოცხადდება რეზიდენტების მასპინძლებისთვის განკუთვნილი კონკურსი. ხოლო მომდევნო კონკურსები 2028 წლამდე არის დაგეგმილი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აპრილი 30, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 10, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: გრძელვადიანი მოხალისეობრივი საქმიანობა პოლონეთის ქალაქ სიცუვის ადგილობრივ თემში

ივლისი 9, 2026

საგრანტო კონკურსი მომსახურების სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის

ივლისი 9, 2026

ევროპის სოლიდარობის კორპუსი: ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროექტი რუმინეთში მოხალისეებს ეძებს

ივლისი 3, 2026

თქვენი ხმა ევროკავშირის გაფართობაზე: მოწოდება ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო და ჩართულობის ღონისძიებების ჩასატარებლად

ივლისი 3, 2026

ევროკავშირის პრიზი გენდერული თანასწორობის ჩემპიონებისთვის — მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში და მოიგეთ 100 000 ევრო


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,